იუვენტუსს ბერარდის ტრანსფერში კონკურენციას ატალანტა გაუწევს
იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსს დომენიკო ბერარდის ტრანსფერში ატალანტას სახით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა.
ლუკა მომბლანოს ცნობით, იტალიელი ვინგერის გუნდში ხილვით პირადად ჯან პიერო გასპერინია დაინტერესებული და ლა დეამ ნეროვერდისთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
ბერარდის იუვესთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებული აქვს, მაგრამ მის სანაცვლოდ მოთხოვნილი 30 მილიონის გადახდას არ აპირებს, ლა დეას კი, რომელმაც მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ფეხბურთელების გაყიდვით მსუყე თანხა გამოიმუშავა, 30 მილიონის გადახდა არ გაუჭირდება…