Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსსა და კიეზას შორის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები გრძელდება

ფედერიკო კიეზა იუვენტუსის და იტალიის ნაკრების რიგებში წარმატებულ ასპარეზობას აგრძელებს, რაც მის მიმართ არსებულ ინტერესს კიდევ უფრო ზრდის, თუმცა ტურინული გრანდი კიეზას მარტივად დათმობას არ აპირებს და მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს.

ფედერიკოს მიმდინარე კონტრაქტი იუვესთან 2025 წლის ზაფხულში იწურება, ბიანკონერის კი ხელშეკრულების 2027 წლამდე გახანგრძლივება სურს, მისი კიდევ 1 სეზონით გაგრძელების პერსპექტივით, ხელფასის სახით კი ფეხბურთელს 5 მილიონსა და ბონუსებს სთავაზობს, რასაც კიეზა მიმდინარე კონტრაქტის მიხედვით იღებს.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, კიეზა იუვენტუსთან კონტრაქტის გახანგრძლივების წინააღმდეგი არ არის, თუმცა ფეხბურთელი წლიური გასამრჯელოს 5 მილიონიდან 6.5 მილიონამდე გაზრდას ითხოვს.