Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსს და სასუოლოს შეთანხმებამდე რამდენიმე მილიონი აშორებთ

იუვენტუსი სასუოლოს ვინგერის დომენიკო ბერარდის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს და მხარეებს შეთანხმებამდე 3-4 მილიონი აშორებთ.

ტურინულმა გრანდმა ბერარდისთან 4-წლიანი კონტრაქტის თაობაზე, რომლის მიხედვით იტალიელი გასამრჯელოს სახით 3 მილიონს მიიღებს, უკვე შეათანხმა და ტრანსფერის დასახურად ნეროვერდის თანხმობაღა სჭირდება.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი სასუოლოს ბერარდის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს სთავაზობს, რასაც ბონუსების სახით კიდევ 4-5 მილიონი დაემატება, სასუოლო კი ბონუსების ჩათვლით 27-28 მილიონს ითხოვს.

წყაროს ცნობით, მხარეები ტრანსფერში იუვენტუსის რომელიმე ახალგაზრდა ფეხბურთელის, მათ შორის მატიას სულესა და სამუელ აილინგ-ჯუნიორის ჩართვასაც განიხილავენ.