იუვენტუსს გრინვუდის იჯარით გაფორმება სურს
ბრიტანული წყაროების ინფორმაციით, იუვენტუსი მანჩესტერი იუნაიტედის ფეხბურთელის მეისონ გრინვუდის ტრანსფერით ინტერესდება.
21 წლის მარჯვენა ვინგერს პირად ცხოვრებაში სერიოზული პრობლემები ჰქონდა, რის გამოც ის თამაშს ვერ ახერხებდა და The Sun-ის ცნობით, ტურინელები მზად არიან ფეხბურთელს კარიერის განახლების შანსი მისცენ.
წყაროს ცნობით, ბიანკონერი ფეხბურთელის 1-წლიანი იჯარით გაფორმებას ეცდება, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.