Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვეს ინტერთან მატჩისთვის ალექს სანდრო უბრუნდება

იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსის უკანახაზელი ალექს სანდრო ინტერთან მატჩში გუნდის განკარგულებაში იქნება.

ბრაზილიელმა ტრავმა 20 სექტემბერს მიიღო და მას შემდეგ სარეაბილიტაციო პროცესს გადის, რომეო აგრესტის ცნობით კი ის უახლოეს პერიოდში სრული დატვირთვით ვარჯიშს განაახლებს, მომდევნო ტურში კი გუნდის განაცხადში მოხვდება.

ინტერის წინააღმდეგ თამაში ფაქტობრივად გამორიცხულია მანუელ ლოკატელისთვის, რომელსაც ნეკნის მოტეხილობა დაუდასტურდა და იტალიელმა აძურის რიგები დატოვა.