იუვეს ჯუნტოლისთვის ბრძოლაში კონკურენციას მანჩესტერი გაუწევს
იტალიური მედიის ცნობით, ნაპოლის სპორტული დირექტორის კრისტიანო ჯუნტოლის მიმართ ინტერესი მანჩესტერ იუნაიტედმა გამოთქვა.
იტალიელ სპეციალისტს ბოლო კვირებში აქტიურად იუვენტუსს უკავშირებდნენ და SportMediaset-ის ცნობით, ტურინელებს კონკურენციას წითელი ეშმაკები გაუწევენ.
წყაროს ცნობით, მანჩესტერში არსებული ფინანსური შესაძლებლობების ფონზე, ჯუნტოლიმ შესაძლოა არჩევანი სწორედ ინგლისურ გრანდზე გააკეთოს…