Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსს კოლპანის ტრანსფერში კონკურენციას ლაციო გაუწევს

ლაციო მონცას ნახევარმცველის ანდრეა კოლპანის ტრანსფერით ინტერესდება და გუნდებს შორის მოლაპარაკებები დაწყებულია.

ბიანკოჩელესტი სეზონის ბოლოს შემადგენლობის გადახალისებას გეგმავს და Tuttosport-ის ცნობით, არწივების ერთ-ერთი სამიზნე 24 წლის იტალიელი იქნება.

ლაციოს გარდა, იტალიელი ნახევარმცველის ტრანსფერით იუვენტუსიც ინტერესდება, თუმცა ის ჯერჯერობით ტურინელების პრიორიტეტი არ არის.