იუვეს ვლაჰოვიჩის პრიორიტეტული შემცვლელი შერჩეული ჰყავს
იტალიის ფეხბურთის ფედერაციასთან შეთანხმების შემდეგ (იხილეთ აქ), იუვენტუსის თამაში მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე საბოლოოდ გამოირიცხა, რაც გუნდს საკმაოდ დიდ ფინანსურ ზიანს მიაყენებს და სავარაუდოდ ტურინულ გრანდს ერთ-ერთი ვარსკვლავის გაყიდვა მოუწევს.
TuttoJuve ინფორმაციით, გუნდიდან წასვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი დუშან ვლაჰოვიჩია, რომელსაც, არც თუ ისე კარგი სეზონის მიუხედავად, მსურველები საკმარისზე მეტი ჰყავს და გუნდის დატოვების წინააღმდეგი არც თავად სერბია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს.
წყაროს ცნობით, თუ იუვენტუსმა ვლაჰოვიჩი გაყიდა, ბიანკონერი მის შეცვლას ატალანტას ტალანტის რასმუს ჰოილუნდის ტრანსფერით ეცდება, რომელიც 40 მილიონ ევროდ არის შეფასებული.