ჟელინსკის ტრანსფერისთვის ბრძოლაში ინტერი დაწინაურდა
იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერი პიოტრ ჟელინსკის ტრანსფერზე გააქტიურდა და პოლონელ ფეხბურთელს პირველი წინადადებით უკვე მიმართა.
29 წლის ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი ნაპოლისთან სეზონის ბოლოს იწურება და მხარეები ახალი ხელშეკრულების თაობაზე შეთანხმება ვერ ხერხდება, ამიტომ ინტერს მისი უფასოდ გაფორმების იმედი აქვს.
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ინტერი ჟელინსკის 3-წლიან კონტრაქტს სთავაზობს, გასამრჯელოს სახით კი მას წლიურად 4 მილიონ ევროს გადაუხდის…