ჟელინსკიმ ნაპოლი შესაძლოა იანვარში დატოვოს…
იტალიური მედიის ცნობით, ნაპოლის ნახევარმცველმა პიოტრ ჟელინსკიმ შესაძლოა გუნდი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვოს.
Sky Sport-ის ცნობით, პოლონელის პრიორიტეტი პარტენოპეის რიგებში დარჩენაა და მზად არის, ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ ხელფასის სახით 2.5 მილიონი მიიღოს, რაც მისი ახლანდელი გასამრჯელო გახლავთ, თუმცა დე ლაურენტისს მისი გასამრჯელოს 2 მილიონამდე შემცირება სურს.
წყაროს ინფორმაციით, თუ ნაპოლიმ იანვარში მის სანაცვლოდ შესაბამისი წინადადება მიიღო, იტალიის ჩემპიონები პოლონელის გაყიდვაზე უარს არ იტყვიან.