ჟელინსკიმ ნაპოლისთან კონტრაქტის სიტუაციაზე ისაუბრა
ნაპოლის ნახევარმცველმა პიოტრ ჟელინსკიმ პარტენოპეისთან ახალი კონტრაქტის შესაძლო გაფორმების თაობაზე კომენტარი გააკეთა.
29 წლის პოლონელის მიმდინარე ხელშეკრულება სეზონის ბოლოს იწურება და მხარეებს შორის შეთანხმება ჯერ ვერ ხერხდება.
„მოლაპარაკებები მიმდინარეობს. როგორც უკვე ვთქვი, ამ საკითხზე ჩემი აგენტი მუშაობს. მე არ გამოვრიცხავ, რომ ნაპოლისთან კონტრაქტი გავახანგრძლივო, რადგან აქ ბედნიერი ვარ, ამიტომ მოლაპარაკებების დასრულებას უნდა დაველოდოთ. ერთი რამ ფაქტია, სანამ ნაპოლის მაისურით ვითამაშებ, მე გუნდისთვის ყოველთვის 100 პროცენტით დავიხარჯები.“