Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჟელინსკის პრიორიტეტი კვლავ ნაპოლიში დარჩენაა…

იტალიურ მედიაში პიოტრ ჟელინსკის მომავალთან დაკავშირებით საუბრები არ წყდება და არაერთი გავლენიანი წყაროს ცნობით, პოლონელის პრიორიტეტი ამ მომენტისთვის კვლავ ნაპოლის რიგებში დარჩენაა.

პოლონელის მიმდინარე კონტრაქტი პარტენოპეისთან სეზონის ბოლოს იწურება და მას გასულ კვირებში არაერთ იტალიურ და ევროპულ გრანდს უკავშირებდნენ, თუმცა ალფრედო პედულას ცნობით, 29 წლის ფეხბურთელს ნაპოლისთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს.

წყაროს ცნობით, ჟელინსკის აგენტი ნაპოლის წარმომადგენლებთან კიდევ ერთ შეხვედრას უახლოეს პერიოდში გამართავს და მხარეები საერთო ენის გამონახვას ეცდებიან…