Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჟელინსკის ტრანსფერისთვის ინტერსა და იუვეს კონკურენციას ლაციო გაუწევს

ნაპოლი პიოტრ ჟელინსკისთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს აგრძელებს, მაგრამ მხარეებს შორის შეთანხმება ფინანსურ ასპექტებზე კვლავ ვერ ხერხდება და მისი გუნდიდან წასვლის ალბათობა სულ უფრო იზრდება.

ჟელინსკის მიმდინარე კონტრაქტი ნაპოლისთან სეზონის ბოლოს იწურება და ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს მისი გაფორმება ზაფხულში სრულიად უფასოდ შეეძლება.

პოლონელ ფეხბურთელს გასულ დღეებში იუვენტუსსა და ინტერს უკავშირებდნენ, თუმცა SportMediaset-ის ცნობით, მათ კონკურენციას ლაციო გაუწევს, სადაც ფეხბურთელის ხილვა პირადად მაურიციო სარის სურს.