Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჯენოას ნახევარმცველი რომას სატრანსფერო სიაში…

იტალიური მედიის ცნობით, რომა ჯენოას ნახევარმცველის ალბერტ გუდმუნდსონის ტრანსფერით ინტერესდება. 

26 წლის ფეხბურთელი გენუური გუნდის რიგებში შესანიშნავ სეზონს ატარებს. მას მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 13 მატჩში 7 გოლი და 1 საგოლე გადაცემა დაუგროვდა, რითიც არაერთი გრანდის ინტერესი დაიმსახურა.

Il Tempo-ს ცნობით, რომამ შესაძლოა ისლანდიელის გაფორმება იანვარში სცადოს. ჯენოა მის სანაცვლოდ მინიმუმ 10-12 მილიონს ითხოვს…