ჟირონას ვინგერი ლაციოს სატრანსფერო სიაში
ლაციო მომდევნო სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ფლანგის გაძლიერებას გეგმავს და იტალიური მედიის ცნობით, არწივები ჟირონას ფეხბურთელის სავინიოს გაფორმებას ეცდებიან.
19 წლის ბრაზილიელი ტალანტის აქტივში მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 14 მატჩში 5 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა, რითიც არაერთი გუნდის ინტერესი დაიმსახურა.
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ჟირონა, სადაც სავიო იჯარის წესით ასპარეზობს, შემდგომში მისი 9 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვალდებულებით, ბრაზილიელის სანაცვლოდ მინიმუმ 20 მილონ ევროს ითხოვს.