Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჟირუ:“ ჩვენი მიზანი მილანისთვის მეორე ვარსკვლავის მოტანაა“

მილანის ფორვარდმა ოლივიე ჟირუმ DAZN-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ჩემი თანაგუნდელების ნახვა ძალიან მიხარია. ვარჯიში და ბურთთან ურთიერთობა მომენატრა და ბედნიერი ვარ, რომ ვარჯიშის განახლების დრო მოვიდა.

„იბრას წასვლა ? მე ვწუხვარ, რომ მან კარიერა დაასრულა, ჩვენ ის ძალიან მოგვენატრება. ვეცდები, რომ გასახდელში თანაგუნდელებისთვის დიდი ძმასავით ვიყო, როგორც ამას ზლატანი აკეთებდა.

„ჩვენი მიზნები მომდევნო სეზონში ? ჩვენ გვსურს თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ როგორც სერია ა-ში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე, თუმცა პრიორიტეტი მილანისთვის მეორე ვარსკვლავის მოპოვებაა.

„ლეაუ ? ის გამორჩეული ხარისხის ფეხბურთელია, თუმცა ჩვენ რაფას მაქსიმუმი არ გვინახავს, მას განვითარება კიდევ შეუძლია.

„მალდინი ? ის ბავშვობაში ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელი იყო, იტალიური კლასი. პაოლოსგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, სწორედ მან მომცა იმის შანსი, რომ მილანის მაისურით მეთამაშა, რის გამოც მისი მადლობელი ვარ.

„ჩემი მომავალი ? მე 36 წლის ასაკში აქ ვარ, რადგან სხეული ამის საშუალებას მაძლევს. მე კარგ ფორმაში ვარ, მოტივაცია არ მაკლია და მჯერა, რომ შემიძლია ამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ვიყო.“