ჟირუ:“ მილანში დარჩენა და კონტრაქტის გახანგრძლივება მსურს“
მილანის ფორვარდმა ოლივიე ჟირუმ, რომლის მიმდინარე კონტრაქტი გუნდთან სეზონის ბოლოს იწურება, საკუთარ მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„ჩემი კონტრაქტი მილანთან სეზონის ბოლოს იწურება, თუმცა მე კარიერის გაგრძელება მილანში მინდა. ჯერჯერობით ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები არ დაწყებულა, მაგრამ ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში ამ თემაზე ვისაუბრებთ.”
37 წლის ფორვარდის აქტივში მიმდინარე სეზონში როსონერის მაისურით ჩატარებულ 15 მატჩშ 8 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.