Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჟოაო ფელიქსი რომას სატრანსფერო სიაში…

იტალიური მედიის ინფორმაციით, რომა ატლეტიკოს შემტევის ჟოაო ფელიქსის ტრანსფერით ინტერესდება.

23 წლის პორტუგალიელი ატლეტიკოს გეგმებში აღარ შედის და SportItalia-ს ცნობით, მადრიდელები ფეხბურთელის გაშვების წინააღმდეგები არ არიან.

წყაროს ცნობით, რომა პორტუგალიელი ფეხბურთელის იჯარით გაფორმებას ეცდება, თუმცა მათ კონკურენციას ბარსელონა უწევს, რომელიც ატლეტიკოსთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.