Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჯუნტოლი:“ ჩვენ ალეგრის შენარჩუნება გვსურს“

იუვენტუსის დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ ფროზინონესთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„3-5-2 სქემა ? გუნდმა და მწვრთნელმა ამ ფორმაციით 54 ქულა მოიპოვეს, ამიტომ ცვლილების საფუძველი არ არსებობს. ჩვენ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და სეზონის სტარტზე დასახულ მიზანს მივაღწიოთ, რაც ჩემპიონთა ლიგის საგზურია

„არის თუ არა პოზიტიური სეზონი იუვენტუსისთვის ? დიახ, ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის საგზურია, ეს გუნდის პროგრესის, ფინანსური სტაბილურობისთვის და შემდგომში განვითარებისთვის ფუნდამენტალურად მნიშვნელოვანია.

„ალეგრი ? ჩვენ მისი შენარჩუნება გვსურს და მაქსი იუვენტუსში დარჩენით ბედნიერი იქნება. ჩვენ ამ საკითხზე სასაუბროდ შესაბამის დროს აუცილებლად გამოვნახავთ.

„ალკარასი ? ჩვენ გავიფორმეთ უნიჭიერსი ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც გუნდში არსებულ ბალანსს არ დაარღვევდა. მას ამ დონეზე თამაშის გამოცდილება აკლია, მაგრამ შანსს აუცილებლად მიიღებს.“