ჯუნტოლი ინგლისში რამდენიმე ტრანსფერზე მუშაობას გეგმავს
იტალიური წყაროების ცნობით, იუვენტუსის დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი უახლოეს პერიოდში ინგლისში გაემგზავრება, სადაც პრემეირ ლიგის გუნდებთან რამდენიმე ტრანსფერს განიხილავს.
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ჯუნტოლი შეხვედრას გამართავს ჩელსისთან და რომელუ ლუკაკუს თაობაზე მოლაპარაკებებს გამართავს.
ლუკაკუს გარდა, ჯუნტოლი დენის ზაკარიასა და უესტონ მაკკენის მსურველებს შეხვდება და მათ საბოლოოდ გასხვისებას ეცდება.
წყაროს ცნობით, ბიანკონერის წარმომადგენელი შეხვდება ასტონ ვილას და ევერტონსაც, რომლებიც ტურინული გრანდის ახალგაზრდა ინგლისელი ტალანტის აილინგ ჯუნიორის ტრანსფერით ინტერესდებიან.