Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჯუნტოლი:“ იუვენტუსი ალეგრის მუშაობით კმაყოფილია, მაგრამ…“

იუვენტუსის დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ კალიარისთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„ვართ თუ არა უფრო მშვიდად იმის გამო, რომ იტალიიდან ჩემპიონთა ლიგაზე 5 გუნდი გავა ? არა, ჩვენ არა უკან, არამედ წინ ვიყურებით და გვსურსჩემპიონთა ლიგის საგზური მაქსიმალურად მოკლე დროში მოვიპოვოთ.

„მოხარულები ვართ, რომ მომდევნო სეზონში იტალიიდან ჩემპიონთა ლიგაზე 5 გუნდი ითამაშებს, ეს სერია ა-ს წარადგება.

„ალეგრის მომავალი ? ჩვენ მაქსის მუშაობით კმაყოფილები ვართ, თუმცა ახლა ამ თემაზე საუბარი უადგილოა. ჩვენ სეზონის ბოლოს ყველაფერს შევაჯამებთ და მომდევნო სეზონისთვის მზადებას შევუდგებით.

„მას გუნდთან კონტრაქტი აკავშირებს, ამ მომენტში ჩვენი მიზანი სეზონის მაქსიმალურად პოზიტიურად დასრულებაა.“