Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჯუნტოლი იუვენტუსიდან ალეგრის გაშვებას გეგმავს…

იტალიური მედიის ცნობით, ნაპოლის სპორტული დირექტორის კრისტიანო ჯუნტოლის იუვენტუსში გადაბარგება დროის საკითხია, რასაც ტურინული გრანდის რიგებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოჰყვება.

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ჯუნტოლი მიიჩნევს, რომ მაქს ალეგრი იუვენტუსისთვის იდეალური მწვრთნელი არ არის და ის გუნდის პოტენციალს ვერ იყენებს, ამიტომ კრისტიანოს გუნდში მისვლა დიდი ალბათობით მაქსის გუნდიდან წასვლას ნიშნავს.

ბოლო 2 სეზონში არასტაბილური და წარუმატებელი ასპარეზობის ფონზე, ალეგრის იუვენტუსიდან წასვლაზე საუბრები დიდი ხანია მიმდინარეობს და როგორც ჩანს, იტალიელი სპეციალისტი სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს…