Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჯუნტოლი ლონდონშია და კალვინ ფილიპსის ტრანსფერზე მუშაობს

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, იუვენტუსის დირექტორები კრისტიანო ჯუნტოლი და ჯოვანი მანა ინგლისში იმყოფებიან, სადაც მანჩესტერ სიტის წარმომადგენლებს შეხვდებიან და მხარეები კალვინ ფილიპსის ტრანსფერს განიხილავენ.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელმა ტურინულ გრანდში ტრანსფერზე თანხმობა უკვე განაცხადა და ახლა ბიანკონერის საერთო ენის გამონახვა ქალაქელებთან მოუწევს.

იუვეს ფეხბურთელის 6-თვიანი იჯარით გაფორმება სურს, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით…