Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჯუნტოლი:“ ლუკაკუ-ვლაჰოვიჩის ბარტერი ? ჩვენ შეტევის ხაზით კმაყოფილები ვართ, ბერარდი ?…“

იუვენტუსის დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ სასუოლოსთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„ბერარდი ? ჩვენ სხვა გუნდებსა და მათ ფეხბურთელებზე საუბარს არ ვაპირებთ. ჩვენ მხოლოდ ერთ ტურნირზე ვთამაშობთ, ამიტომ ფეხბურთელების იჯარით გაშვებასა და მათთვის სათამაშო დროის მიცემაზე ვართ კონცენტრირებულები.

„ჩვენ სატრანსფერო ფანჯარას ყურადღებით ვაკვირდებით და თუ შემადგენლობის გაძლიერების შანსი გვექნება, რომელიც გუნდის ეკონომიკურ სიტუაციას შეესაბამება, მის გამოყენებას ვეცდებით.

„კინი ? მოიზე გუნდის პროექტის ნაწილია, ჩვენ 5 შესანიშნავი შემტევი გვყავს და შეტევის ხაზი ცვლილებებს არ საჭიროებს.

„ლუკაკუ-ვლაჰოვიჩის ბარტერი ? ჩვენ ჩვენი ფორვარდების გვწამს.“