Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჯუნტოლის იუვენტუსში გადაბარგება დროის საკითხია…

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის მიკელე კრიშიტელოს ინფორმაციით, ნაპოლის სპორტული დირექტორის კრისტიანო ჯუნტოლის იუვენტუსში გადაბარგება უკვე დროის საკითხია.

წყაროს ცნობით, იუვენტუსის გენერალური დირექტორი მაურიციო სკანავინო ჯუნტოლის მილანში უკვე შეხვდა და მხარეებს შორის პირადი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმება უკვე არსებობს.

უახლოეს პერიოდში ჯუნტოლი ნაპოლის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს შეხვდება და ნაპოლისთან კონტრაქტის 1 წლით ადრე გაწყვეტას ეცდება, რის შემდეგაც ტურინულ გრანდს ოფიციალურად შეუერთდება.