Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჯუნტოლის პრიორიტეტი არა ლუკაკუ, არამედ დევიდი გახლავთ…

იტალიური მედიის ინფორმაციით, რომელუ ლუკაკუს იუვენტუსში ხილვის შანსი სულ უფრო მცირდება.

ტურინული გრანდი დუშან ვლაჰოვიჩის შესაძლო წასვლისთვის ემზადება და მაქს ალეგრის პრიორიტეტი ჩელსის ფორვარდი რომელუ ლუკაკუ გახლავთ, მაგრამ კრისტიანო ჯუნტოლის სხვა გეგმები აქვს.

Tuttosport-ის ცნობით, ჯუნტოლის ტურინულ გრანდში ჯონათან დევიდის ხილვა სურს, რომლის გაფორმებაც ტურინულ გრანდს დაახლოებით 55-60 მილიონ ევროდ შეეძლება, რისი გადახდაც ბიანკონერის, ვლაჰოვიჩის წასვლის შემთხვევაში, არ გაუჭირდება.