კადიოღლუს ტრანსფერში მილანს კონკურენციას ნაპოლი გაუწევს
იტალიური მედიის ცნობით, ნაპოლი ფენერბაჰჩეს მარცხენა მცველის ფერდი კადიოღლუს ტრანსფერით ინტერესდება.
მარიო რუის ხშირი ტრავმების ფონზე, პარტენოპეი დაცვის მარცხენა ფლანგის გაძლიერებას გეგმავს და Il Mattino-ს ცნობით, იტალიის ჩემპიონების ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ თურქი ფეხბურთელი გახლავთ.
24 წლის მცველს გასულ კვირებში აქტიურად მილანს უკავშირებდნენ. მისი გაფორმება იტალიელებს დაახლოებით 15-20 მილიონი ევრო დაუჯდებათ.