Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კალაფიორი კარიერას იუვენტუსში გააგრძელებს

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ბოლონიას მცველი რიკარდო კალაფიორი კარიერას იუვენტუსში გააგრძელებს.

წყაროს ცნობით, ამ მომენტისთვის ტურინული გრანდი იტალიელი ფეხბურთელის ტრანსფერში გამოკვეთილი ფავორიტია და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, კრისტიანო ჯუნტოლის ტრანსფერის დახურვა არ გაუჭრდება.

როსობლუ კალაფიორის სანაცვლოდ 20-25 მილიონს ითხოვს, თუმცა ბიანკონერი ამ თანხის შემცირებას ტრანსფერში რომელიმე ახალგაზრდა ფეხბურთელის ჩართვით გეგმავს.