კალიარი და რომა შომუროდოვის ტრანსფერზე მუშაობენ
რომას ფორვარდი ელდორ შომუროდოვი ჟოზე მოურინიოს გეგმებში უკვე დიდი ხანია აღარ შედის და გუნდი მის საბოლოოდ გასხვისებას ცდილობს.
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ამ მომენტისთვის ერთადერთი მსურველი კალიარი გახლავთ, რომელიც ფეხბურთელის მხოლოდ იჯარით გაფორმებას გეგმავს, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.
წყაროს ცნობით, მხარეებს შორის კიდევ ერთი შეხვედრა უახლოეს საათებში გაიმართება და დიდი ალბათობით ტრანსფერი საბოლოოდ დაიხურება.