კალვო:“ ჩვენ ახალი აპელაციისთვის მზად ვართ“
იუვენტუსის დირექტორმა ფრანჩესკო კალვომ სევილიასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
„სასამართლო პროცესი ? ახლა გუნდმა მთელი კონცენტრაცია მომდევნო მატჩებზე უნდა გააკეთოს, დანარჩენს კი ჩვენი ადვოკატების ხელშია. ჩვენ ჩვენი იდეა და პოზიცია გვაქვს, იუვენტუსი ახალი აპელაციისთვის მზად არის.
„22 მაისს ჩვენ სააპელაციო სასამართლოს ვერდიქტი გვეცოდინება, რის შემდეგაც ჩვენ გასაჩივრების შესაძლებლობა გვექნება, თუმცა როგორც უკვე ვთქვი, ახლა პრიორიტეტული მომდევნო მატჩები და სეზონის პოზიტიურად დასრულებაა.“