კამადა:“ არ მეგონა, რომ ლაციოში ასე ცოტა სათამაშო დრო მექნებოდა…“
ლაციოს ახალწვეულმა დაიჩი კამადამ ბიანკოჩელესტის რიგებში გატარებულ თვეებზე ისაუბრა.
„ლაციოში გატარებული პირველი თვეები ? მე მუშაობას და ადაპტაციის პროცესს ვაგრძელებ. ახალ ქვეყანასთან და ჩემპიონატთან შეგუება მარტივი არ არის, თუმცა მე დღითი დღე უფრო მეტს ვსწავლობ და ვფიქრობ, რომ ძალიან მალე სასურველ ფორმას დავიბრუნებ.
„მე არ მეგონა, რომ ლაციოში ასეთ ცოტა სათამაშო დროს მივიღებდი, მაგრამ ისიც მესმის, რომ მწვრთნელს ლუის ალბერტოს გვერდით ფიზიკურად ძლიერი, ვესინოს ან გენდუზის მსგავსი ფეხბურთელი სჭირდება.
„სათამაშო დროის ნაკლებობის მიუხედავად, მე ლაციოში თავს კარგად ვგრძნობ, თანაგუნდელებთან და ქომაგებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, მე ვმუშაობ, რომ მეტი სათამაშო დრო მივიღო.“