Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კამადამ შესაძლოა ლაციო სეზონის ბოლოს დატოვოს

ლაციოს ახალწვეულმა დაიჩი კამადამ გუნდი შესაძლოა მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვოს.

იაპონელი ფეხბურთელი არწივების რიგებს სეზონის სტარტზე, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და ჯერჯერობით მაურიციო სარის გუნდში თავის დამკვიდრება ვერ შეძლო.

27 წლის ფეხბურთელმა ლაციოსთან ზაფხულში 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, მისი შემდგომში კიდევ 3 წლით გახანგრძლივების პერსპექტივით, თუ ამას სეზონის მსვლელობისას ორივე მხარე მოისურვებს.

დანიელე ლონგოს ინფორმაციით, კამადა სათამაშო დროის ნაკლებობით უკმაყოფილოა და თუ უახლოეს თვეებში სიტუაცია არ შეიცვალა, ის არწივებთან ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე უარს იტყვის.