Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კამადას მილანში ტრანსფერი თვის ბოლომდე გადაიდო

იტალიური მედიის ინფორმაციით, დაიჩი კამადას მილანში ტრანსფერის გაოფიციალურება მიმდინარე თვის ბოლომდე გადაიდო.

კამადას მილანში მომდევნო კვირის ბოლომდე ელოდებოდნენ, თუმცა Tuttosport-ის ცნობით, ბიუროკრატიული პრობლემების გამო, რაც კამადასთვის იტალიაში სამუშაო ვიზას უკავშირდება, ასევე ფეხბურთელის ნაკრებში გამოძახების ფონზე, მისი სამედიცინო შემოწმება თვის ბოლომდე გადაიდო.

წყაროს ცნობით, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ მხარეებს შორის რაიმე სახის პრობლემა შეიქმნას, რადგან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებული გახლავთ და ის გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.