Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კაპელო:“ ინტერს ლაციოსთან რთული მატჩი ელოდება, მაგრამ ნერაძურიმ იუვეს წარუმატებლობა უნდა გამოიყენოს“

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ ლაციო-ინტერის მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, წინ ძალიან სანახაობრივი და კარგი მატჩი გველოდება, რომელშიც ორივე გუნდი გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

„ლაციო საშინაო არენაზე თამაშობს და ვერონასთან დაკარგული ქულების შემდეგ, არწივები მოგებას ეცდებიან, ინტერი კი ვალდებულია, ჯენოასთან იუვენტუსის წარუმატებელი გამოსვლა გამოიყენოს და ტურინელებთან სხვაობა გაზარდოს.

„ლაციოს ძალიან კარგი, ხარისხიანი ფეხბურთელები ჰყავს, ლუის ალბერტოსა დაფელიპე ანდერსონს თუ თამაში წაუვიდათ, ნერაძურის მათი გაჩერება გაუჭირდება.”