Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კაპელო:“ იუვე კარგ ფორმაშია, თუმცა სკუდეტოს გამოკვეთილი ფავორიტი ინტერია…“

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ სკუდეტოს ფავორიტებზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, რომ ევროპული ტურნირების მიღმა დარჩენილი იუვენტუსი აუცილებლად ბოლომდე იბრძოლებს. ალეგრის გუნდი ძალიან კარგ ფორმაშია, კვირაში მხოლოდ ერთი თამაში კი მათ საკმაოდ დიდ უპირატესობას აძლევს, თუმცა გამოკვეთილი ფავორიტი კვლავ ინტერია.

„სიმონე ინძაგის ყველაზე ხარისხიანი და ღრმა შემადგენლობა ჰყავს. ვნახოთ, როგორ სატრანსფერო პოლიტიკას გაატარებს იუვენტუსი იანვარში, მაგრამ ამ მომენტისთვის ინტერი გამოკვეთლი ფავორიტია.“