Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კაპელო:“ მილანს კარგი გუნდი ჰყავს, მაგრამ ნაპოლი მომდევნო ეტაპზე გავა“

ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტის ფაბიო კაპელოს აზრით, ნაპოლი ჩემპიონთა ლიგაზე იტალიურ დაპირისპირებაში ფავორიტია.

„ვფიქრობ, რომ ნაპოლი მომდევნ ოეტაპზე გავა. გუნდებმა ერთმანეთის შესაძლებლობები კარგად იციან, როსონერის კარგი გუნდი ჰყავს, მაგრამ მიმდინარე სეზონში ნაპოლი უბრალოდ სულ სხვა დონეზეა.

„ერთადერთი, რასაც სიტუაციის შეცვლა შეუძლია, ეს ტეო-ლეაუს დუეტი გახლავთ. თუ ეს ფეხბურთელები ნაპოლისთან მატჩებისთვის ფორმის პიკში იქნებიან, მილანი ნაპოლის დიდ კონკურენციას გაუწევს.“