Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კაპელო:“ ნამდვილი კვარა დაბრუნდა, ბარსელონასთან ის გადამწყვეტი იქნება“

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ ჩემპიონთა ლიგაზე ნაპოლის მატჩსა და ხვიჩა კვარაცხელიას მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„როგორც იქნა, მე ბოლო პერიოდში ნამდვილი კვარა ვნახე, რომელიც ჩვეულ ფორმასა და დონეს დაუბრუნდა. ვფიქრობ, ის ბარსელონასთვის ყველაზე დიდი საფრთხეა, მისი სიჩქარე და ინტენსიურობა ნებისმიერ გუნდს პრობლემებს შეუქმნის.

„კალცონა ? ის ნაპოლის ძველებურ სათამაშო სტილს უბრუნებს, რომლითაც გუნდმა მნიშვნელობან შედეგებს მიაღწია. მან ნაპოლის ძლიერი და სუსტი მხარეები კარგად იცის და მათ შესაბამისად იყენებს, თუმცა ნაპოლიმ დაცვაში თამაში უნდა გამოასწოროს.

„როგორ შეცვლის ნაპოლი ოსიმენს ? ეს არის კითხვა, რომელზე პასუხიც არ მაქვს. მისი მსგავსი ფეხბურთელები ბევრი არ არიან და ასეთის საპოვნელად კრისტალის ბურთია საჭირო.“