Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კაპელო:“ ქომაგებმა გარსიას დრო უნდა მისცენ, კვარა და ოსიმენი ევროპის გამორჩეული ტალანტები არიან“

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ რუდი გარსიას მიმართ გამოთქმული კრიტიკის თაობაზე კომენტარი გააკეთა.

„ვფიქრობ, რომ გარსიას ასე მწვავედ გაკრიტიკება და მისი გუნდიდან წასვლაზე საუბარი ძალიან ადრეა.

„გარსიას ახალი იდეები აქვს, რომელთა ასათვისებლად ფეხბურთელებს გარკვეული დრო დასჭირდებათ, ეს ადაპტაციის პროცესია, რის გარეშეც ცვლილება უბრალოდ შეუძლებელია.

„ოსიმენი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია, კვარას კი შესანიშნავი ხარისხი და იმპროვიზაციის უნარი აქვს, ისინი თავიანთ შესაძლებლბოებს აუცილებლად გამოავლენენ, ჩვენ ნაპოლის და გარსიას დრო უნდა მივცეთ.“