კაპელო:“ რომას სატრანსფერო პოლიტიკა სრულიად გაუგებარია“
ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ რომას სატრანსფერო საქმიანობა გააკრიტიკა.
„ვფიქრობ, რომ რომას ხელმძღვანელობის მიდგომა სატრანსფერო ფანჯარაზე სრულიად გაუგებარია. მათ გაიფორმეს რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებსაც ტრავმების გრძელი ისტორია აქვთ და აშკარა იყო, რომ ეს გუნდისთვის დიდი პრობლემა იქნებოდა.
„ეს ლატარიასავით არის, რომელიც ამ მომენტისთვის არ ამართლებს და რთული წარმოსადგენია, რომ მომავალში სიტუაცია შეიცვალოს.“