კაპელომ მილანი-ნაპოლის მატჩში ფავორიტი დაასახელა…
ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ მილანი-ნაპოლის მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„ჩვენ წინ ძალიან საინტერესო და დაძაბული მატჩი გველოდება. მილანმა ნაპოლის წინააღმდეგ რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა, რომ ნაპოლის დამარცხება შეუძლია, თუმცა ეს მარტივი არ იქნება.
„ფავორიტი ? ყველაფერი ვიქტორ ოსიმენზეა დამოკიდებული. თუ ის მილანის წინააღმდეგ თამაშს ვერ შეძლებს, შანსები 50-50-ზეა, ოსიმენის ყოფნის შემთხვევაში კი ნაპოლის გამარჯვებას 55 პროცენტს მივცემდი.“