Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კასანო:“ ინძაგის ინტერიდან წასვლა გარდაუვალია“

ინტერის ყოფილი ფორვარდის ანტონიო კასანოს თქმით, ნერაძურის რიგებიდან სიმონე ინძაგის წასვლა მხოლდოდ დროის საკითხია.

ნერაძურიმ მიმდინარე სეზონში სერია ა-ში უკვე 10 შეხვედრა წააგო, რის გამოც ინძაგის ინტერიდან წასვლის თაობაზე ხმები აქტიურად ვრცელდება.

„ის, რაც ახლა ინტერში ხდება, სრული კატასტროფაა. გუნდი საშინელ ფეხბურთს თამაშობს, ფეხბურთელებმა არ იციან, თუ რა უნდა გააკეთონ მოედანზე, მათ არანაირი გეგმა და გუნდურობა არ გაააჩნიათ.

„ინტერიდან ინძაგის წასვლა უკვე გარდაუვალია, რადგან თუ გუნდს განვითარება და ამბიციური მიზნებისთვის ბრძოლა უნდა, მან გუნდი უნდა დატოვოს. ის არ არის მწვრთნელი, რომელიც ნერაძურის რიგებში დიდი ხანი დარჩება.“