კასანო:“ ლეაუ ძალიან მომწონს, მაგრამ ჩემი კრიტიკა ობიექტურია…“
ანტონიო კასანომ მილანის პორტუგალიელი ვინგერის რაფაელ ლეაუს მიმართ გამოთქმული კრიტიკის მიზეზებზე ისაუბრა.
„ლეაუს მიმართ გამოთქმული კრიტიკა ჩემი ახირება არ არის, რადგან მე რეალურად ის ძალიან მომწონს, მაგრამ რაფას მონდომებას მოედანზე ვერ ვხედავ, ის მარსიალს ჰგავს და არაფერს არ აკეთებს.
„ლეაუს ჰქონდა კარგი, პოზიტიური სერია სეზონში, როდესაც მილანმა სკუდეტო მოიპოვა, მას შემდეგ კი ისევ ძველი რაფა დაბრუნდა, რომელიც ერთ შეხვედრას კარგად გამართავს და შემდეგ 1 თვე იკარგება.“