Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კასანო:“ მილანი და ნაპოლი ოთხეულში ვერ მოხვდებიან…“

იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის ანტონიო კასანოს აზრით, რომელიც ხმაურიანი განცხადებებით არის ცნობილი, ნაპოლი და მილანი მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის ზონაში ვერ მოხვდებიან.

„ვფიქრობ, რომ მიმდინარე სეზონში ოთხეულში ფიორენტინა, ატალანტა, ინტერი და იუვენტუსი მოხვდებიან.

„იუვენტუსმა პირველ ტურში ჩემზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა, ეს ტურინში მაქს ალეგრის დაბრუნების შემდეგ პირველი შემთხვევაა, როდესაც გუნდმა იცოდა, თუ რა უნდა გაეკეთებინა.

„მილანი და ნაპოლი ოთხეულისთვის იბრძოლებენ, მაგრამ მათ რიგებში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა და ვფიქრობ, რომ ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ზონაში ვერ შევლენ.

„ლაციო ? ბიანკოჩელესტი მიმდინარე სეზონში სერია ა-ს ყველაზე დიდი იმედგაცრუება იქნება. მაურიციო სარიმ ლეანდრო პარედესზე უარი თქვა და გუნდს ნიკოლო როველა გააფორმებინა, რაც ძალიან დიდი შეცდომაა.

„სკუდეტო ? ვფიქრობ, რომ ინტერი გამოკვეთილი ფავორიტია.“