კატალდის სერიოზული ტრავმა არ დაუდასტურდა
ლაციოს ნახევარმცველს დანილო კატალდის, რომელმაც დაზიანება ინტერთან მატჩსი მიიღო, სერიოზული ტრავმა არ დაუდასტურდა.
28 წლის ფეხბურთელმა შემოწმება გუშინ საღამოს ჩაიტარა და Il Messaggero-ს ცნობით, ფეხბურთელს არანაირი სერიოზული დაზიანება არ დაუდასტურდა.
პოზიტიური პასუხების მიუხედავად, კატალდის მოედანზე დაბრუნების დრო უცნობია და ის სავარაუდოდ გუნდს ვერც მილანთან მატჩში დაეხმარება.