კესის მილანის ან ინტერის რიგებში თამაში სურს…
ესპანური მედიის ინფორმაციით, ბარსელონა სეზონის ბოლოს ფრანკ კესის გაყიდვას გეგმავს და ფეხბურთელს სერია ა-ში დაბრუნება უნდა.
Dario Sport-ის ცნობით, ფინანსური პრობლემების გამო, ბლაუგრანას რიგებს ზაფხულში არაერთი ფეხბურთელი, მათ შორის კოტ-დიუვარელი დატოვებს, რომელიც ესპანელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
წყაროს ინფორმაციით, ფეხბურთელის პრიორიტეტი მილანში დაბრუნება ან ინტერში გადაბარგებაა, თუმცა რთული წარმოსადგენია, რომ მის სანაცვლოდ მილანურმა გრანდებმა მოთხოვნილი 25 მილიონი ევრო გადაიხადონ.