კესის უარი იუვეს, მას ინგლისში თამაში სურს…
იუვენტუსი ბარსელონას ნახევარმცველის ფრანკ კესის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს, თუმცა ფეხბურთელის პოზიციის გამო ბიანკონერის კოტ-დიუვარელის გაფორმება გაუჭირდება.
SportItalia-ს ინფორმაციით, ბლაუგრანა კესის იუვენტუსში იჯარით გაშვების წინააღმდეგი არ არის, მისი შემდგომში 14-15 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოსყიდვის პერსპექტივით, თუმცა თავად ფეხბურთელის პრიორიტეტი არა იტალიაში დაბრუნება, არამედ ინგლისში გადაბარგებაა, სადაც ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ტოტენჰემი იჩენს.
წყაროს ცნობით, კრისტიანო ჯუნტოლი კესის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს აგრძელებს, მაგრამ ამ მომენტისთვის ფეხბურთელის ხილვა შავ-თეთრი მაისურით რთული წარმოსადგენია.