Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიელინი:“ მანჩინის ნაკრებიდან წასვლამ გამაკვირვა, ბონუჩის სიტუაცია იუვეში ?…“

იუვენტუსისა და იტალიის ნაკრების ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ჯორჯო კიელინიმ Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ბონუჩისა და იუვენტუსის დაპირისპირება ? ლეო იუვენტუსიდან სხვაგვარ გაცილებას იმსახურებს და იმედი მაქვს, რომ ის გუნდთან შეთანხმებას შეძლებს, მაგრამ ეს იუვენტუსია, რომელიც თავის გადაწყვეტილებებს იღებს.

„ეს სიტუაცია არც ბონუჩის და არც გუნდს კარგ სამსახურს არ უწევს, ამიტომ იმედია სიტუაცია სწრაფად მოგვარდება.

„მანჩინის გუნდიდან წასვლა ? მე ამან ძალიან გამაკვირვა. ვფიქრობ, მანჩინი ისეთივე მოტივირებული აღარ იყო, თუმცა რეალური მიზეზის გასაგებად ჩვენ გარკვეული დრო დაგვჭირდება.

„მე მისთვის მხოლოდ მადლობის თქმა შემიძლია. როდესაც ის აძურის რიგებში მოვიდა, არ მეგონა, რომ რობერტო ასეთი კარგი ადამიანი იყო. ჩვენ ერთად გამოვიარეთ ემოციები, რომლებსაც ცხოვრების ბოლომდე გულით ვატარებ.

„სპალეტი ნაკრებში ? ვფიქრობ, რომ ლუჩიანო ამ საქმისთვის შესანიშნავი კანდიდატია, ეს მისი კარიერის კულმინაცია იქნება.

„ვლაჰოვიჩი-ლუკაკუს შესაძლო ბარტერი ? თუ იუვენტუსი ამას გააკეთებს, ეს ეკონომიკური გათვლით იქნება გაკეთებული. იმედი მაქვს, რომ დუშანი იუვენტუსში დარჩება.“