Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიეზას ტრანსფერით ერთდროულად 6 გუნდი ინტერესდება

იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსის ვინგერის ფედერიკო კიზას მიმართ ინტერესს ამ მომენტისთვის 6 გუნდი იჩენს.

Corriere dello Sport-ის ცნობით, იტალიელი ფეხბურთელის თაობაზე ტურინულ გრანდს ლივერპულმა, ნიუკასლმა, მანჩესტერ იუნაიტედმა, ასტონ ვილამ, პსჟ-მ და ბაიერნმა მიმართეს, თუმცა ბიანკონერის ოფიციალური წინადადება არ მიუღია.

წყაროს ინფორმაციით, ტურინელები კიეზას სანაცვლოდ დაახლოებით 50 მილიონს ითხოვენ, მისი წასვლის შემთხვევაში კი აინტრახტის ჯესპერ ლინდსოტრომის ან ბეტისის როდრი სანჩესის გაფორმებას ეცდებიან.