კიეზასა და იუვენტუსს შორის ახალ კონტრაქტზე შეთანხმება კვლავ ვერ ხერხდება…
იუვენტუსი გუნდის ლიდერებთან ახალი კონტრაქტების თაობაზე მოლაპარაკებებს აგრძელებს და ბიანკონერის ერთ-ერთი პრიორიტეტი ფედერიკო კიეზას ხელშეკრულების გახანგრძლივებაა.
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, კიეზა იუვენტუსთან კონტრაქტის გახანგრძლივების წინააღმდეგი არ არის, თუმცა წლიური გასამრჯელოს 7-7.5 მილიონამდე გაზრდას ითხოვს, ტურინული გრანდი კი მას 5.5 მილიონს სთავაზობს.
წყაროს ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება, მაგრამ ჯერჯერობით დათმობაზე წასვლას არც ერთი მხარე არ აპირებს, პარალელურად კი იტალიელის მიმართ ინტერესი ევროპული გრანდების მხრიდან სულ უფრო იზრდება…