Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიმი დღეს ნაპოლის რიგებში ბოლო მატჩს გამართავს

იტალიის სერია ა-ში დღეს 2022-23 წლების სეზონის ბოლო სათამაშო დღე გაიმართება, რის შემდეგაც სეზონი ოფიციალურად დასრულდება და გუნდები მომდევნო გათამაშებისთვის დაიწყებენ მზადებას.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სერია ა-ს არაერთი გამორჩეული ფეხბურთელი, მათ შორის ნაპოლის ცენტრალური მცველი კიმ მინ-ჯე დაემშვიდობება, რომელიც სეზონის საუკეთესო მცველად დასახელდა.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, კორეელი ფეხბურთელის მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლა, რომელიც კიმის გამოსასყიდი თანხის – 60-65 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს, უკვე გადაწყვეტილია და დღეს ის პარტენოპეის რიგებში ბოლო მატჩს ჩაატარებს.